ინტეგრირებული გაკვეთილი / ქრისტიანული ტაძრების სახეობები


სწავლების საფეხური და კლასი : I (დაწყებითი) საფეხური
ინტეგრირებული საგნები
საქართველოს ისტორია , რელიგიის ისტორია და კულტურა
მასწავლებლების სახელი, გვარი
ეკა მამუკელაშვილი, ნინო ბიძინაშვილი
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
რელიგია
* მოსწავლეებმა გაანალიზონ ლოცვის არსი და მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში
ისტორია
* მოსწავლეებმა გაანალიზონ სიტყვა ,,ეკლესიის“ მნიშვნელობა
* მოსწავლეები გაეცნონ ქრისტიანული ტაძრების სახეობებს (დარბაზული, ბაზილიკური, გუმბათოვანი ) და ისწავლონ თვითოეულის დამახასიათებელ ნიშან თვისებებს
* მოსწავლეები გაეცნონ და დაახასიათონ რუსთავის ეკლესიების არქიტექტურული სტილი
*მოსწავლეებს, პრაქტიკული მეცადინეობის გზით, განუვითარდეს სხვადასხვა ეკლესიის არქიტექტურული სტილის დახასიათების უნარი.
*მოსწავლეებს განუვითარდეს წყვილებში მუსაობის უნარი
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი / ინდიკატორები
ისტორია
ისტ. V
V.16 მოსწავლე მსჯელობს ხელოვნებისა და განათლების საკითხებზე
შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლე:
16.4 ცხრილის საშუალებით აჯგუფებს და განასხვავებს სხვადასხვა არქიტექტურული სტილით ნაგებ ეკლესიებს
16.5 აღწერს თავის მშობლიურ კუთხეში მდებარე ხუროთმოძღვრულ ძეგლს (ძეგლებს)
რელიგია
საზ.მეც. V-VI
20.2 ახასიათებს ქრისტიანული რელიგიის ჩასახვის და განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს საქართველოს ტერიტორიაზე
20.3 მსჯელობს რელიგიის დანიშნულებასა და ადგილზე ადამიანის ცხოვრებაში
თანამიმდევრობა
გაკვეთილის ხანგრძილოვაბა 45 წ . გაკვეთილი მიმდინარეობს კომპიუტერულ კაბინეტში
აქტივობა 1. (10წ)
გაკვეთილის დასაწყისში რელიგიის მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს წაიკითხონ საუფლო ლოცვა (,,მამაო ჩვენო“)შემდგომ მასწავლებელი , მინი-ლექციის სახით აცნობებს მოსწავლეებს საუფლო ლოცვის ისტორიას, მის არსს და მნიშვნელობას მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში და ქართველი ერის ისტორიაში. მასწავლებელი ამახვილებს მოსწავლეთა ყურადღებას ლოცვის ადგილზე
აქტივობა 2 (10წ)
გაკვეთილის შემდგომ ეტაპზე ისტორიის მასწავლებელი განმარტავს ტერმინ ,,ეკლესიას“ და დეტალურად აცნობებს მოსწავლეებს ქრისტიანული ეკლესიის სამ ძირითად სახეობას (დარბაზული, ბაზილიკური და გუმბათოვანი). თხრობის დროს მასწავლებელი იყენებს სლაიდებს , რომ მოსწავლეებმა ვიზუალურად ნახონ თვითოეული სახეობისთვის დამახასიათებელი: გეგმა, განივი განაკვეთი, ხედები
აქტივობა 3 (7წ)
მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს გადაამოწმონ , რამდენად კარგად აითვისეს ახალი მასალა. სლაიდებით მათ აჩვენებს რუსთავის სხვადასხვა ტაძარს (5 მაგალითი) , ხოლო მათ უნდა დაახასიათონ თვითოეულის არქიტექტურული სტილი. (მოსწავლეები პასუხობენ ინდივიდუალურად , სურვილის მიხედვით)
აქტივობა 4 (10წ)
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი სთოვს მოსწავლეებს დაიყონ წყვილებათ და გადაინაცვლონ კომპიტერებთან. თვითოეულ კომპიტერში ჩატვირტულია სახალისო თამაში - ვიქტორინა სლაიდშოუს სახით, თამაშის პირობები მითითებულია პირველივე გვერდზე: თვითოეულ სლაიდზე ( სულ 10 ) არის განთავსებული სხვადასხვა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სლაიდზევე მითითებულია მისი სახელწოდება , მაგრამ არ არის მითითებული მისი არქიტექტურული სტილი. სლაიდის ბოლოში შემოთავაზებული პასუხის 3 ვარიანტი (ტესტის მსგავსად) . თუ მოსწავლეები აირჩევენ სწორ ვარიანტს მათ დაერიცხებათ ქულა და გადავლენ ახალ დავალებაზე, თუ არასწორ ვარიანტს- ეკრანზე გამოჩნდება დაღონებული სმაილიკი და თამაში შეწყდება
აქრივობა 5 ( 8 წ)
თამაშის დამთავრების შემდეგ მასწავლებელი ასახელებს გამარჯვებულებს და აცხადებს იმ მოსწავლეების შეფასებას ვინც გაკვეთილის განმავლობაში აქტიურობდა და დასმულ კითხვებზე სწორად სცემდა პასუხს.
შეფასება
მოსწავლეები ფასდებიან:
მიმდინარე საკლასო დავალების შეფასების 10 ქულიანი სისტემით
რესურსი
პროექტორი - 1 ც
კომპიტერი - 12 ც
სლაიდ შოუ (3)
გაკვეთილის ამსახველი ფოტო მალასა