ინტეგრირებული გაკვეთილი / ქრისტიანული ტაძრების სახეობები


სწავლების საფეხური და კლასი : I (დაწყებითი) საფეხური
ინტეგრირებული საგნები
საქართველოს ისტორია , რელიგიის ისტორია და კულტურა
მასწავლებლების სახელი, გვარი
ეკა მამუკელაშვილი, ნინო ბიძინაშვილი
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
რელიგია
* მოსწავლეებმა გაანალიზონ ლოცვის არსი და მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში
ისტორია
* მოსწავლეებმა გაანალიზონ სიტყვა ,,ეკლესიის“ მნიშვნელობა
* მოსწავლეები გაეცნონ ქრისტიანული ტაძრების სახეობებს (დარბაზული, ბაზილიკური, გუმბათოვანი ) და ისწავლონ თვითოეულის დამახასიათებელ ნიშან თვისებებს
* მოსწავლეები გაეცნონ და დაახასიათონ რუსთავის ეკლესიების არქიტექტურული სტილი
*მოსწავლეებს, პრაქტიკული მეცადინეობის გზით, განუვითარდეს სხვადასხვა ეკლესიის არქიტექტურული სტილის დახასიათების უნარი.
*მოსწავლეებს განუვითარდეს წყვილებში მუსაობის უნარი
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი / ინდიკატორები
ისტორია
ისტ. V
V.16 მოსწავლე მსჯელობს ხელოვნებისა და განათლების საკითხებზე
შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლე:
16.4 ცხრილის საშუალებით აჯგუფებს და განასხვავებს სხვადასხვა არქიტექტურული სტილით ნაგებ ეკლესიებს
16.5 აღწერს თავის მშობლიურ კუთხეში მდებარე ხუროთმოძღვრულ ძეგლს (ძეგლებს)
რელიგია
საზ.მეც. V-VI
20.2 ახასიათებს ქრისტიანული რელიგიის ჩასახვის და განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს საქართველოს ტერიტორიაზე
20.3 მსჯელობს რელიგიის დანიშნულებასა და ადგილზე ადამიანის ცხოვრებაში
თანამიმდევრობა
გაკვეთილის ხანგრძილოვაბა 45 წ . გაკვეთილი მიმდინარეობს კომპიუტერულ კაბინეტში
აქტივობა 1. (10წ)
გაკვეთილის დასაწყისში რელიგიის მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს წაიკითხონ საუფლო ლოცვა (,,მამაო ჩვენო“)შემდგომ მასწავლებელი , მინი-ლექციის სახით აცნობებს მოსწავლეებს საუფლო ლოცვის ისტორიას, მის არსს და მნიშვნელობას მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში და ქართველი ერის ისტორიაში. მასწავლებელი ამახვილებს მოსწავლეთა ყურადღებას ლოცვის ადგილზე
აქტივობა 2 (10წ)
გაკვეთილის შემდგომ ეტაპზე ისტორიის მასწავლებელი განმარტავს ტერმინ ,,ეკლესიას“ და დეტალურად აცნობებს მოსწავლეებს ქრისტიანული ეკლესიის სამ ძირითად სახეობას (დარბაზული, ბაზილიკური და გუმბათოვანი). თხრობის დროს მასწავლებელი იყენებს სლაიდებს , რომ მოსწავლეებმა ვიზუალურად ნახონ თვითოეული სახეობისთვის დამახასიათებელი: გეგმა, განივი განაკვეთი, ხედები
აქტივობა 3 (7წ)
მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს გადაამოწმონ , რამდენად კარგად აითვისეს ახალი მასალა. სლაიდებით მათ აჩვენებს რუსთავის სხვადასხვა ტაძარს (5 მაგალითი) , ხოლო მათ უნდა დაახასიათონ თვითოეულის არქიტექტურული სტილი. (მოსწავლეები პასუხობენ ინდივიდუალურად , სურვილის მიხედვით)
აქტივობა 4 (10წ)
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი სთოვს მოსწავლეებს დაიყონ წყვილებათ და გადაინაცვლონ კომპიტერებთან. თვითოეულ კომპიტერში ჩატვირტულია სახალისო თამაში - ვიქტორინა სლაიდშოუს სახით, თამაშის პირობები მითითებულია პირველივე გვერდზე: თვითოეულ სლაიდზე ( სულ 10 ) არის განთავსებული სხვადასხვა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სლაიდზევე მითითებულია მისი სახელწოდება , მაგრამ არ არის მითითებული მისი არქიტექტურული სტილი. სლაიდის ბოლოში შემოთავაზებული პასუხის 3 ვარიანტი (ტესტის მსგავსად) . თუ მოსწავლეები აირჩევენ სწორ ვარიანტს მათ დაერიცხებათ ქულა და გადავლენ ახალ დავალებაზე, თუ არასწორ ვარიანტს- ეკრანზე გამოჩნდება დაღონებული სმაილიკი და თამაში შეწყდება
აქრივობა 5 ( 8 წ)
თამაშის დამთავრების შემდეგ მასწავლებელი ასახელებს გამარჯვებულებს და აცხადებს იმ მოსწავლეების შეფასებას ვინც გაკვეთილის განმავლობაში აქტიურობდა და დასმულ კითხვებზე სწორად სცემდა პასუხს.
შეფასება
მოსწავლეები ფასდებიან:
მიმდინარე საკლასო დავალების შეფასების 10 ქულიანი სისტემით
რესურსი
პროექტორი - 1 ც
კომპიტერი - 12 ც
სლაიდ შოუ (3)
გაკვეთილის ამსახველი ფოტო მალასა

2008-2009 სასწავლო წელს ჩატარებული სამოდელო გაკვეთილები

  • ინტეგრირებული გაკვეთილი ,,წმინდა ნინოს გზა კაბადოკიიდან-მცხეთამდე " / ისტორია: ე.მამუკელაშვილი, რელიგია: ნ.ბიძინაშვილი / 5გ კლასი
  • ინტეგრირებული გაკვეთილი ,,ცამეტი ასურელი მამა" / ისტორია: ე. მამუკელაშვილი, რელიგია: ნ.ბიძინაშვილი/ 11 რუსული
  • სამოდელო გაკვეთილი ,,ჰომეროსი" / 6ა და 6 ბ
  • ინტეგრირებული გაკვეთილი ,, საქართველოს დიდი მეფეები თამარი და დავითი" / დაწყებითები: ი.წინწალაშვილი, ისტორია: ე. მამუკელაშვილი, რელიგია:ნ.ბიძინაშვილი / 1 გ
  • ინტეგრირებული გაკვეთილი ,,ტურისტული სააგენტო" / ინგლისური: შ.ბერიანიძე, ისტორია:ე.მამუკელაშვილი / 5ა
  • სამოდელო გაკვეთილი ,,ისტორიული პარალელები" / 6ა და 6ბ

მშობლებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის გაცნობა


ჩვენი სკოლის დირექციის ინიციატივით ყველა კლასში ჩატარდა საგანგებო მშობელთა კრებები, რომელთა მიზანი იყო მოსწავლეთა მშობლებისთვის პოპულარული ენით ეროვნული სასწავლო გეგმის გაცნობა და სკოლასთან თანამშრომლობის სურვილის გაღვივება. მშობელთა კრებიბს ჩვეული სახე შევცვალეთ მხიარული ტრენინგით და შედეგად მივიღეთ მაქსიმალური დაინტერესება და აქტიურობა.

ალექსანდრე მაკედონელი/ფარნავაზ მეფე

ეკა მასწავლებლის თხოვნით 8 დ კლასის მოსწავლეებმა :
გიორგი ჩიხლაძემ, ბექა ჯინჯოლავამ და ლექსო ორჯონიკიძემ
ჩაუტარეს 6 ა კლასელებს ისტორიის ორიგინალური გაკვეთილი თემაზე: ალექსანდრე მაკედონელი/ფარნავაზ მეფე (ისტორიული პარალელები)
ძალიან საინტერესო გამოვიდა!

გაკვეთილის ამსახველი ფოტომასალა იხილეთ: http://picasaweb.google.com/bidzinashvili.nino/86?feat=directlink

,,მასწავლებლობანა” 5 ა კლასში

25 თებერვალს, 8 ა კლასელი- მარიამ შაქარიშვილის ინიციატივით 5 ა კლასელებს ჩაუტარდა ისტორიის ,,მხიარული” გაკვეთილი. მარიამმა გადაწყვიტა ორიგინალური მეთოდით აეხსნა პატარებისთვის ,,გიორგი ბრწყინვალე”ს თემა. თავისი მოსაზრება მან გაუზიარა ეკა მამუკელაშვილს, რომელიც სიამოვნებით დათანხმდა ამ იდეას. სურათები ნათლად ასახავს იმ საოცარ ატმოსფეროს რომელიც სუფევდა გაკვეთილზე!
http://picasaweb.google.com/bidzinashvili.nino/5?feat=directlink

სამოდელო გაკვეთილი



საზოგადოებრივი მეცნიერებების კვირეულის ფარგლებში 25 თებერვალს ე. მამუკელაშვილმა VIბ კლასში ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი ,, უსინათლო პოეტი - ჰომეროსი” გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ:http://picasaweb.google.com/bidzinashvili.nino/JYxlqD#

( ეკამ, იგივე თემატიკის გაკვეთილი ჩაატარა ასევე 26 თებერვალს - VI ა კლასში)


მოსწავლეთა რაოდენობა
27
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
ისტორია:
მოსწავლე გაეცნოს

ჰომეროსის ბიოგრაფიას

,,ილიადას ” და ,,ოდესეას”


  • მოსწავლეს განუვითარდეს :
    წყაროზე მუშაობის
  • შემოქმედებითი
  • ჯგუფში მუშაობის , თანამშრომლობის, ნამუშაევრის წარდგენის უნარი


ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

დრო და სივრცე
*უფარდებს დროის ერთეულებს ერთმანეთს
მოსწავლე აკავშირებს ისტორიულ მოვლენებსა და ფაქტებს შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან
*ასახელებს ცნობილ ისტორიულ პირთა მოღვაწეობის თარიღებს
მოსწავლე მსჯელობს ხელოვნებისა და განათლების საკითხებზე
* მასწავლებლის დახმარებით თანაკლასელებთან ერთად დგამს ისტორიული ხასიათის სპექტაკლს

თანმიმდევრობა

მოსწავლეები დაყოფილები არიან ჯგუფებად ( ფილოლოგები, ისტორიკოსები ), რომლებმაც უნდა პრეზენტაციის სახით გააცნონ თანაკლასელებს მასწავლებლის დავალებით მოპოვებული მასალა.

გაკვეთილი იწყება მასწავლებლის მისალმებით, შემდეგ მასწავლებელი განუმარტავს მოსწავლეებს გაკვეთილზე მათი შეფასების სისტემას - 5წ

პრეზენტაციას იწყებს ,, ფილოლოგთა ჯგუფი” , მათ უნდა გააცნონ მოსწავლეებს ჰომეროსის ბიოგრაფია და ეცდებიან ნ აღადგინონ ისტორიული სინამდვილე იმის შესახებ, თუ როგორ კითხულობდა ჰომეროსი თავის ნაწარმოებებს -10წ
მეორე ჯგუფი ,,ისტორიკოსთა” ჯგუფი გააცნობს მოსწავლეებს ჰომეროსის ერთ-ერთი ნაწარმოების - ,,ილიადას” შიანაარს და თანაკლასელებს წარმოუდგენს მითს ,, განხეთქილების ვაშლი” სპექტაკლის სახით-15წ
მესამე ჯგუფი ,,ისტორიკოსები” გააცნობენ მოსწავლეებს ჰომეროსის მეორე ნაწარმოების ,,ოდისეას” შინაარს და ერთ-ერთი მოსწავლე
( ბ. ექსოულიძე) მხატრულად წაიკითხავს ნაწყვეტს ამ ნაწარმოებიდან.-10წ
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი სთხოვს შეაფასონ გაკვეთილი, ურიგებს მათ ფერად სტიკერებს რომლებზედაც უნდა დაწერონ რა მოეწონათ /არ მოეწონათ ამ გაკვეთილში -5წ


შეფასება

არსებული ჯგუფური ნამუშევრების შეფასების ცხრილის მიხედვით

***VI ა კლასში ჩატარებული გაკვეთილის ამსახველი მასალა იხილეთ: http://picasaweb.google.com/bidzinashvili.nino/602?feat=directlink

კვირეული

ქ. რუსთავის #20 სკოლაში 23-27 თებერვალს ტარდება საზოგადოებრივი მეცნიერებების კვირეული. კვირეულის დაგეგმილ ღონისძიებებს შორის პირველი იყო მოსწავლეების მიერ დამზადებული თვალსაჩინოებების გამოფენა.
ე.მამუკელაშვილის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილმა ბუკლეტებმა და კედლის გაზეთებმა ჩვენი სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის დიდი მოწონება დაიმსახურა

შემეცნებითი ექსკურსია ს.ჯანაშიას მუზეუმში


14 თებერვალს მე და თ. ირემაშვილმა მე-6 ა და მე-6 ბ კლასის მოსწავლეები წავიყვანეთ ქ.თბილისის ს.ჯანაშიას სახელობის მუზეუმში.
ამ ლამაზი დღის და საინტერესო ექსკურსიის ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ : http://picasaweb.google.com/bidzinashvili.nino/DnhhnH?feat=directlink -ზე.